ანჩხლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ლაშქარასებრნი]] | [[კატეგორია:ლაშქარასებრნი]] | ||
| − | [[კატეგორია:მრავალწლიანი | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
12:39, 27 სექტემბერი 2019-ის ვერსია
ანჩხლა – (Trachystemon orientalis [L.] D. Don); ოჯახი: ლაშქარასებრნი (Boraginaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო მარტოულია, მარტივი ან მცირედ დატოტვილი, შებუსული. ფესვთანური ფოთლები დიდია, 30 სმ სიგრძის, ფართო, კვერცხისებურ-გულისებური. ღეროსეული ფოთლები ძალიან პატარაა, მჯდომარე. ყვავილედი ორკაპად დატოტვილი ხვეულებია. გვირგვინი მურა იისფერი ან მოცისფრო-მეწამული. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე, ტენიან ტყეებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდინარე ალაზნის ჭალის ტყეებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გარდა მესხეთ-ჯავახეთისა.