ალპური თეთრყვავილა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | |||
[[კატეგორია:ამარილისისებრნი]] | [[კატეგორია:ამარილისისებრნი]] | ||
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბოლქვიანი მცენარეები]] | ||
14:36, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია
ალპური თეთრყვავილა – (Galanthus alpina Sosn = Galanthus nivalis var. caucasicus [Baker] Beck); ოჯახი: ამარილისისებრთა. მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა. ფოთლები მთელ სიგრძეზე თანაბარია – 8-10 მმ სიგანის, ქვემოდან ქედიანი. საყვავილე ღერო ფოთლებზე ბევრად გრძელია. ყვავილები დიდი ზომისაა ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ნიჩბისებურ-კოვზისებურია. შიგნითა ფურცლები სოლისებურია, ოდნავ ამოკვეთილი, მწვანე გულის ფორმის ლაქით. ყვ. ნაყ. II-III. ეს მცენარე დამახასიათებელია მთის შუა და ზედა, აგრეთვე სუბალპური სარტყლებისათვის. იზრდება ბუჩქნარებში და მდელოებზე. მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე. საკმაოდ იშვიათ მცენარედ ითვლება.