ბალბალუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:ბალბისებრნი]] | [[კატეგორია:ბალბისებრნი]] | ||
14:53, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია
ბალბალუკა - (Malvella sherardiana [L.] Jaub. & Spach); ოჯახი: ბალბისებრნი (Malvaceae). მთელი მცენარე ხავერდივით არის შებუსული. ღერო გართხმულია ან წამოწეული, სიგრძე – 8-50 სმ. ფოთლის ფირფიტა გულივით მომრგვალოა ან თირკმლისებური. ყვავილები მარტოულია, გრძელყუნწიანი, გვირგვინის ფურცლები წითელი ფერისაა ან ვარდისფერი. ყვ. ნაყ. V-X. მცენარე გავრცელებულია მშრალ ველებზე, თიხიან ადგილებში, ზოგჯერ სარეველაა. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ წნორის მიდამოებში. გავრცელებულია ქვემო ქართლშიც.