Orchis punctulata Steven ex Lindl
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: Orchis punctulata Steven ex Lindl. '''Orchis punctulata Steven ex Lindl.''' – ო...) |
|||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
− | [[კატეგორია:მცენარეები]] | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
+ | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | [[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] |
15:37, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია
Orchis punctulata Steven ex Lindl. – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 25-65 სმ სიმაღლისაა, მის ძირში განვითარებულია 4-5 ლანცეტა ან უკუკვერცხისებური ბლაგვი ფოთლები ყვავილედი მეჩხერია, ცილინდრული, მრავალყვავილიანი; ყვავილს ძლიერი ვანილის სუნი აქვს; ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები მოყვითალო-მომწვანოა. ყვავილსაფრის შუა ფოთოლი სამძარღვიანია, გვერდითი – ოთხძარდვიანი და არათანაბარგვერდებიანი. ტუჩი მომწვანო-მოყვითალოა ან ზეთისხილის ფერი, ორნაკვთიანი, ნახევარმთვარისებურად მოხრილი ნაკვთებით. ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება მთის ქვედა სარტყელში ტყისპირა ადგილებში, ბუჩქნარში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე – მიჯნისყურის მიდამოებში. დასავლეთ საქართველოში გვხვდება აფხაზეთში.