ვაგინიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვაგინიზმი''' - ვაგინას კუნთის სპაზმია, რომელიც იწვევს ტკივილ...)
 
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
 
ჩვეულებრივ, სპაზმი პენეტრაციის საპასუხო ფობიკური რეაქციის ნაწილია, რომელიც შეიძლება გაუარესდეს გამოუცდელი პარტნიორის ქმედების შედეგად. სპაზმი ხშირად მამაკაცის მიერ ვაგინაში შეღწევის მცდელობისთანავე იწყება. ვაგინიზმის რთული ფორმის დროს სპაზმი მაშინაც იჩენს თავს, როდესაც ქალი თავისი თითის პენეტრაციას ცდილობს. ვაგინიზმის მძიმე ფორმამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მეუღლესთან პირველი სექსუალური კონტაქტის დამყარებას. ე.წ. „ქალწულ ცოლებს” შეიძლება ჰქონდეთ ზოგადი შიში და
 
ჩვეულებრივ, სპაზმი პენეტრაციის საპასუხო ფობიკური რეაქციის ნაწილია, რომელიც შეიძლება გაუარესდეს გამოუცდელი პარტნიორის ქმედების შედეგად. სპაზმი ხშირად მამაკაცის მიერ ვაგინაში შეღწევის მცდელობისთანავე იწყება. ვაგინიზმის რთული ფორმის დროს სპაზმი მაშინაც იჩენს თავს, როდესაც ქალი თავისი თითის პენეტრაციას ცდილობს. ვაგინიზმის მძიმე ფორმამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მეუღლესთან პირველი სექსუალური კონტაქტის დამყარებას. ე.წ. „ქალწულ ცოლებს” შეიძლება ჰქონდეთ ზოგადი შიში და
ბრალეულობის განცდა პენეტრაციის თაობაზე, ვაგინიზმის მქონე ზოგიერთი ქალი კი, დაქორწინებულია პასიურ მამაკაცზე, რომელსაც დაბალი ლიბიდო აქვს. ასეთი მამაკაცისთვის სავსებით მისაღებია, რომ მისი ცოლი უარს აცხადებს სრულფასოვან სექსუალურ ურთიერთობაზე (Dawkins, 1961). მას მერე, რაც მკურნალობის შედეგად ქალის პრობლემა შემცირდება, აშკარა ხდება, რომ მის
+
ბრალეულობის განცდა პენეტრაციის თაობაზე, ვაგინიზმის მქონე ზოგიერთი ქალი კი, დაქორწინებულია პასიურ მამაკაცზე, რომელსაც დაბალი [[ლიბიდო]] აქვს. ასეთი მამაკაცისთვის სავსებით მისაღებია, რომ მისი ცოლი უარს აცხადებს სრულფასოვან სექსუალურ ურთიერთობაზე (Dawkins, 1961). მას მერე, რაც მკურნალობის შედეგად ქალის პრობლემა შემცირდება, აშკარა ხდება, რომ მის
 
მეუღლეს დაბალი ლიბიდო აქვს.
 
მეუღლეს დაბალი ლიბიდო აქვს.
  

მიმდინარე ცვლილება 17:35, 4 ოქტომბერი 2019 მდგომარეობით

ვაგინიზმი - ვაგინას კუნთის სპაზმია, რომელიც იწვევს ტკივილს სექსუალური აქტის დროს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ტკივილის გამომწვევი ფიზიკური დაზიანება არ აღინიშნება.

ჩვეულებრივ, სპაზმი პენეტრაციის საპასუხო ფობიკური რეაქციის ნაწილია, რომელიც შეიძლება გაუარესდეს გამოუცდელი პარტნიორის ქმედების შედეგად. სპაზმი ხშირად მამაკაცის მიერ ვაგინაში შეღწევის მცდელობისთანავე იწყება. ვაგინიზმის რთული ფორმის დროს სპაზმი მაშინაც იჩენს თავს, როდესაც ქალი თავისი თითის პენეტრაციას ცდილობს. ვაგინიზმის მძიმე ფორმამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მეუღლესთან პირველი სექსუალური კონტაქტის დამყარებას. ე.წ. „ქალწულ ცოლებს” შეიძლება ჰქონდეთ ზოგადი შიში და ბრალეულობის განცდა პენეტრაციის თაობაზე, ვაგინიზმის მქონე ზოგიერთი ქალი კი, დაქორწინებულია პასიურ მამაკაცზე, რომელსაც დაბალი ლიბიდო აქვს. ასეთი მამაკაცისთვის სავსებით მისაღებია, რომ მისი ცოლი უარს აცხადებს სრულფასოვან სექსუალურ ურთიერთობაზე (Dawkins, 1961). მას მერე, რაც მკურნალობის შედეგად ქალის პრობლემა შემცირდება, აშკარა ხდება, რომ მის მეუღლეს დაბალი ლიბიდო აქვს.

პაციენტის სექსუალური ცხოვრების ისტორიაში შემდეგ მომენტებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება:

  • გარემოებები, რომლებიც ახდენენ სპაზმის პროვოცირებას (სექსუალური აქტი, ტამპონი, პარტნიორის თითი, პაციენტის თითი);
  • პარტნიორის სექსუალური ტექნიკა;
  • ნებისმიერი ტრავმული სექსუალური გამოცდილება.

სარჩევი

[რედაქტირება] მკურნალობა

დისპარეუნიის მკურნალობის ძალზე ცოტა შემთხვევაა აღწერილი (ix. McGuire, Hawton, 2003, კოკრეინის მიმოხილვისთვის). ასე რომ, თერაპია კლინიკურ გამოცდილებას უნდა დაეფუძნოს. მკურნალობაში იყენებენ სექს-თერაპიის ზოგად ტექნიკას, რომელშიც ვაგინალური კონტაქტია აკრძალული. შიშებს კოგნიტური ან ფსიქოდინამიკური მიდგომით მკურნალობენ. ქალებს თვითესენსიტიზაციაში ეხმარებიან, ჯერ საკუთარი თითის პენეტრაციით, შემდეგ ვაგინის კუნთების სულ უფრო დიდი ზომის გამფართოებლების გამოყენებით.

[რედაქტირება] ტკივილი ეაკულაცის დროს

ეს იშვიათი პრობლემაა. ჩვეულებრივად მისი მიზეზია ურეთრიტი ან პროსტატიტი. ზოგჯერ ვერ ხერხდება მტკივნეული ეაკულაციის მიზეზის დადგენა.

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ფსიქოგენური ვაგინიზმი

[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები