პედაგოგიკური ფსიქოლოგია საქართველოში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პედაგოგიკური ფსიქოლოგია საქართველოში“ გადაიტანა გვერდზე „[[გან...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „განათლების ფსიქოლოგია საქართველოში“ გადაიტანა გვერდზე „[[პედაგ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:17, 8 ნოემბერი 2019 მდგომარეობით

პედაგოგიკური ფსიქოლოგია საქართველოში - Educational Psychology in Georgia // Pedagogical psychology in Georgia - Педагогическая Психология в Грузии // Психология образования в Грузии
(ბერძ. psychё სული + logos მცოდნეობა, მოძღვრება)
(ბერძ. pais, paidos ბავშვი)

ფსიქოლოგიის ქართულ სკოლაში პედაგოგიკური ფსიქოლოგია. საქართველოში თავისი სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე დიმიტრი უზნაძემ ხელი მოჰკიდა თეორიული და ექსპერიმენტული პედაგოგიკის საკითხების კვლევას. დაწყებული 1910 წლიდან, ქუთაისის ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა წერილების სერია: „აღზრდის მიზნები”, „აღზრდის ძირითადი ტრაგედია”, „პედაგოგიური წერილები” და სხვა. 1912 წელს გამოიცა წიგნი „ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი”, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოში ორ მეცნიერულ დისციპლინას − ბავშვის ფსიქოლოგიას და პედაგოგიკურ ფსიქოლოგიას. განაზოგადა რა პედაგოგიკის მოწინავე იდეები და ფსიქოლოგიის მონაცემები, ახალგაზრდა უზნაძემ ორიგინალური პედაგოგიკური სისტემა შექმნა; მისი პრაქტიკული განხორციელებაც შეძლო პირველი ქართულენოვანი სკოლის, „სინათლის” პროგრამაში (1915). მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში უზნაძის კველევითი ინტერესის ცენტრში მოექცა განწყობის ფსიქოლოგია, მას არ შეუწყვეტია მუშაობა პედაგოგიკური ფსიქოლოგიის დარგში. ამაზე მეტყველებს მისი წიგნი „პედოლოგია” (1933) და 1940-იანი წლების წერილები: „სასკოლო დისციპლინა”, „მშობელთა პედაგოგიური განათლების ორგანიზაცია”, „სწავლა − სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევის ძირითადი ფორმა”, „სასკოლო ასაკის დასაწყისის პრობლემისათვის” და სხვა.


[რედაქტირება] წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ზურაბ ვახანია, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები