კერბეროსი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''კერბეროსი''' – (ცერბერი). ''(ბერძნ.)'' მძვინვარე სამთავიანი ქოფაკი, რომელიც [[ჰადესი (ქვესკნელი)|ჰადესის]] კარიბჭეს დარაჯობდა. [[ტიფონი]]სა და [[ექიდნა|ექიდნეს]] ძე. | '''კერბეროსი''' – (ცერბერი). ''(ბერძნ.)'' მძვინვარე სამთავიანი ქოფაკი, რომელიც [[ჰადესი (ქვესკნელი)|ჰადესის]] კარიბჭეს დარაჯობდა. [[ტიფონი]]სა და [[ექიდნა|ექიდნეს]] ძე. | ||
| − | შემზარავი იყო ეს უზარმაზარი ურჩხული, რომლის სამთავიან კისერზე გველები იკლაკნებოდნენ, ხოლო კუდი ხახადაღრენილი | + | შემზარავი იყო ეს უზარმაზარი ურჩხული, რომლის სამთავიან კისერზე გველები იკლაკნებოდნენ, ხოლო კუდი ხახადაღრენილი [[გველეშაპი]]ს თავით უბოლოვდებოდა. კერბეროსი ჰადესში ყველას უშვებდა, იქიდან კი – არავის. მხოლოდ [[ორფევსი|ორფევსმა]] შეძლო ქვესკნელიდან ამოსვლა, როცა თავისი ღვთაებრივი სიმღერით მიაძინა ჰადესის მცველი. გმირმა [[ჰერაკლე]]მ კიდევ უფრო საოცარი რამ ჩაიდინა: შეიპყრო კერბეროსი და მეფე [[ევრისთევსი|ევრისთევსს]] მიჰგვარა, რომელიც ისე შეშინდა, რომ მისი უკან დაბრუნება ბრძანა. კუმელმა [[სიბილა]]მაც, გადაუგდო რა კვერი, დააძინა ეს ურჩხული, რათა ენეასს გამოეღწია ჰადესიდან. |
გადმოგვცემენ, რომ ძველად ბერძნები კერბეროსის მოსალმობიერებლად მიცვალებულებს თაფლის კვერებს ატანდნენ. | გადმოგვცემენ, რომ ძველად ბერძნები კერბეროსის მოსალმობიერებლად მიცვალებულებს თაფლის კვერებს ატანდნენ. | ||
მიმდინარე ცვლილება 12:38, 3 იანვარი 2020 მდგომარეობით
კერბეროსი – (ცერბერი). (ბერძნ.) მძვინვარე სამთავიანი ქოფაკი, რომელიც ჰადესის კარიბჭეს დარაჯობდა. ტიფონისა და ექიდნეს ძე.
შემზარავი იყო ეს უზარმაზარი ურჩხული, რომლის სამთავიან კისერზე გველები იკლაკნებოდნენ, ხოლო კუდი ხახადაღრენილი გველეშაპის თავით უბოლოვდებოდა. კერბეროსი ჰადესში ყველას უშვებდა, იქიდან კი – არავის. მხოლოდ ორფევსმა შეძლო ქვესკნელიდან ამოსვლა, როცა თავისი ღვთაებრივი სიმღერით მიაძინა ჰადესის მცველი. გმირმა ჰერაკლემ კიდევ უფრო საოცარი რამ ჩაიდინა: შეიპყრო კერბეროსი და მეფე ევრისთევსს მიჰგვარა, რომელიც ისე შეშინდა, რომ მისი უკან დაბრუნება ბრძანა. კუმელმა სიბილამაც, გადაუგდო რა კვერი, დააძინა ეს ურჩხული, რათა ენეასს გამოეღწია ჰადესიდან.
გადმოგვცემენ, რომ ძველად ბერძნები კერბეროსის მოსალმობიერებლად მიცვალებულებს თაფლის კვერებს ატანდნენ.
გადატანითი მნიშვნელობით კერბეროსს ბოროტ და მრისხანე დარაჯზე იტყვიან.