დევ-კერპნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დევ-კერპნი''' – მითოლოგიურ თქმულებებში ასე იხსენიებიან [[დევ...)

12:07, 6 იანვარი 2020-ის ვერსია

დევ-კერპნი – მითოლოგიურ თქმულებებში ასე იხსენიებიან დევები. ორივე სიტყვა დევიც (დევ) და კერპი (კარპ) წარმოშობით ირანულია: პირველი ნიშნავს „დემონს“, „ბოროტ სულს“, მეორე - „სხეულს“, „ფორმას“, ხოლო ძველქართულ ტექსტებში – წარმართთა ცრუ ღმერთს (აქედან კერპთაყვანისმცემლობა). ძველად სპარსეთში დევ-კერპთა თაყვანისცემა იყო გავრცელებული, V ს-ში დარიოს მეფემ რელიგიური რეფორმა გაატარა ქვეყანაში და სასტიკად აკრძალა მათი კულტი, ისინი ბოროტ ძალებად გამოაცხადა და ასე დამკვიდრდა შემდგომ საუკუნეებში, ასეთებად შემოვიდნენ ისინი ქართულ მითოლოგიაშიც.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები