დოღი (რიტუალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
*დ. გიორგაძე. დაკრძალვისა და გლოვის წესები საქართველოში (თუშ-ფშავხევსურეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით). თბ., 1987, გვ. 11-14;  
 
*დ. გიორგაძე. დაკრძალვისა და გლოვის წესები საქართველოში (თუშ-ფშავხევსურეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით). თბ., 1987, გვ. 11-14;  
 
*მ. ბალიაური, ნ. მაკალათია. მიცვალებულის კულტი არხოტის თემში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. 1940, გვ. 12, 29, 57;  
 
*მ. ბალიაური, ნ. მაკალათია. მიცვალებულის კულტი არხოტის თემში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. 1940, გვ. 12, 29, 57;  
*ს. მაკალათია. ხევსურეთი. თბ., 1984, გვ. 203-204;  
+
*ს. მაკალათია. [[ხევსურეთი]]. თბ., 1984, გვ. 203-204;  
 
*ა. ოჩიაური. მიცვალებულის კულტი როშკასა და უკენ ხადუს თემებში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. 1940, გვ. 77;  
 
*ა. ოჩიაური. მიცვალებულის კულტი როშკასა და უკენ ხადუს თემებში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. 1940, გვ. 77;  
 
*ნ. ხიზანიშვილი. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბ., 1940, გვ. 76-77;  
 
*ნ. ხიზანიშვილი. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბ., 1940, გვ. 76-77;  

მიმდინარე ცვლილება 11:12, 9 იანვარი 2020 მდგომარეობით

დოღი – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული რიტუალური მარულა, გავრცელებული, თითქმის, მთელ საქართველოში (აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში, სვანეთში, სამეგრელოში, აფხაზეთში, საქართველოს ოსურ მოსახლეობაში); იმართებოდა მიცვალებულის წლისთავზე. დოღში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა გარდაცვლილის სახელზე ნაკურთხი ცხენი („სულის ცხენი“, „დალაჲ“, „სადგინი“, „ათარჩეი“, „ბახფალდისინი“, „დუღი“), რომლის სახით ცხენთრბევაში ახალსულიც „მონაწილეობდა“.

ფრიად საინტერესოა სვანეთში გავრცელებული, დანარჩენთაგან განსხვავებული, წესი: სვანები დასაფლავების დღეს ცხენს საუკეთესოდ მორთავდნენ და პატრონის კუბოს მახლობლად დააყენებდნენ. გასვენებისას ამ ცხენზე ახალგაზრდა შეჯდებოდა და სამგლოვიარო პროცესიის წინ მას იმდენ ხანს აჭენებდა, რომ პირუტყვი მომკვდარიყო, ე. ი. თავის პატრონთან ერთად საიქიოში „გამგზავრებულიყო“. საწესო დოღი და მასთან დაკავშირებული რიტუალების მთელი კომპლექსი საიქიოში მიცვალებულის გამგზავრებისა და სიკვდილის გაცილების ინსცენირებას წარმოადგენს.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დ. გიორგაძე. დაკრძალვისა და გლოვის წესები საქართველოში (თუშ-ფშავხევსურეთის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით). თბ., 1987, გვ. 11-14;
  • მ. ბალიაური, ნ. მაკალათია. მიცვალებულის კულტი არხოტის თემში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. 1940, გვ. 12, 29, 57;
  • ს. მაკალათია. ხევსურეთი. თბ., 1984, გვ. 203-204;
  • ა. ოჩიაური. მიცვალებულის კულტი როშკასა და უკენ ხადუს თემებში // მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. III. 1940, გვ. 77;
  • ნ. ხიზანიშვილი. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბ., 1940, გვ. 76-77;
  • გ. ცოცანიძე. გიორგობიდან გიორგობამდე. თბ., 1987, გვ.116-118;
  • ნ. აბაკელია. სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში. თბ., 1997, გვ. 143.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები