გერგეტის სამება
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Gergetis sameba.JPG|thumb|300pq|გერგეტის სამება]] | [[ფაილი:Gergetis sameba.JPG|thumb|300pq|გერგეტის სამება]] | ||
| − | '''გერგეტის სამება''' – [[ქართლი]]ს, [[კახეთი|კახეთისა]] და | + | '''გერგეტის სამება''' – [[ქართლი]]ს, [[კახეთი|კახეთისა]] და [[იმერეთი]]ს მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთი ბერიკაცი წამომდგარა და მათთვის მოუხსენებია: |
– მეფენო, ფური დაკალით და მისი ბეჭი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და, სადაც გამოხრავს, [[სამება|სამებაც]] იქ ააშენეთო. მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს ბეჭი. მოწმედ ყორანს ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილა და აქაც [[ჯვარი]] აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა და ელოგეშის ნიშთან ცოტათი შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა. აქ ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქვე დაუყრია. | – მეფენო, ფური დაკალით და მისი ბეჭი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და, სადაც გამოხრავს, [[სამება|სამებაც]] იქ ააშენეთო. მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს ბეჭი. მოწმედ ყორანს ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილა და აქაც [[ჯვარი]] აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა და ელოგეშის ნიშთან ცოტათი შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა. აქ ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქვე დაუყრია. | ||
16:06, 15 იანვარი 2020-ის ვერსია
გერგეტის სამება – ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთი ბერიკაცი წამომდგარა და მათთვის მოუხსენებია:
– მეფენო, ფური დაკალით და მისი ბეჭი სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და, სადაც გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო. მეფეებიც ასე მოქცეულან. ყორანი მართლაც მოფრენილა და წაუღია ეს ბეჭი. მოწმედ ყორანს ხალხიც გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. ბიდარიდან ყორანი გერგეტში გაფრენილა და ელოგეშის ნიშთან ცოტათი შეუსვენია და შემდეგ სამების წვერზე დაფრენილა. აქ ბეჭი საბოლოოდ გამოუხრავს და ძვლებიც იქვე დაუყრია.
ახლა მეფეებს დავა იმაზე მოსვლიათ, თუ ვის უნდა ჩაეყარა საძირკველი პირველად. წამომდგარა ერთი კეთილი კაცი და უთქვამს:
– წადით ბიდარის მთაზე, სადაც სამების ჯვარია აღმართული, იქიდან ყველანი გამოიქეცით და ვინც სამებაზე პირველად ავა, საძირკველიც იმან გაჭრასო.
ასეც მოქცეულან და ყველანი ცხენით თუ ფეხით, ბიდარის მთიდან გამოქცეულან. მათ შორის ერთი ხურთისელი კოჭლი ბაჩხიძე მთა-მთა მოკლე გზით გადმოსულა, სამების მთაზე ცხენოსნებზე წინ მისულა და სამების საძირკველიც იმას გაუჭრია. ამიტომ ახალწელს გერგეტელები პირველად ამ ხურთისელ ბაჩხიძეს ამწყალობებენ.
ტაძრის ასაგები ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ხურთისიდან უზიდიათ, კალატოზებისთვის წყალი გერგეტის წყაროდან მეცხვარეს უზიდია. ამ წყაროს დღესაც „კალატოზის წყაროს“ უწოდებენ. ამ მეცხვარეს თავისი სახე სამების სამრეკლოზე გამოუსახავს. მისი ფარა მთაზე უმწყემსოდ ძოვდა თურმე და ნადირი არ ერჩოდა. ამ მეცხვარესაც სამების დეკანოზები ახალწელს პირველად ამწყალობებენ.
წყარო
მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)