სამფეხა თიხის
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Samfexa Tixis.jpg|thumb|300პქ|სამფეხა თიხის]] | [[ფაილი:Samfexa Tixis.jpg|thumb|300პქ|სამფეხა თიხის]] | ||
− | '''სამფეხა თიხის''' - სხვადასხვა ზომის ზედადგარი, საგანგებოდ გამოძერწილი და გამომწვარი თიხის სამფეხა იხმარება [[ქურა|ქურაში]] გამოსაწვავად შეწყობილი მოჭიქული ფიალის, ჯამის, ორჯამიანის და ბადიის ფსკერზე დასადებად, რათა ერთმანეთში ჩაწყობილმა ჭურჭელმა სრული გამოწვა მიიღოს. [[საქართველო|საქართველოში]] თიხის სამფეხის დამზადება დასტურდება ქართლში, კახეთსა და იმერეთში- სადაც მას „ბორჭყას“ ეძახიან. | + | '''სამფეხა თიხის''' - სხვადასხვა ზომის ზედადგარი, საგანგებოდ გამოძერწილი და გამომწვარი თიხის სამფეხა იხმარება [[ქურა|ქურაში]] გამოსაწვავად შეწყობილი მოჭიქული ფიალის, ჯამის, ორჯამიანის და ბადიის ფსკერზე დასადებად, რათა ერთმანეთში ჩაწყობილმა ჭურჭელმა სრული გამოწვა მიიღოს. [[საქართველო|საქართველოში]] თიხის სამფეხის დამზადება დასტურდება [[ქართლი|ქართლში]], [[კახეთი|კახეთსა]] და [[იმერეთი|იმერეთში]]- სადაც მას „ბორჭყას“ ეძახიან. |
სამფეხა პატარა ზომისაა, რათა ჯამის ფსკერზე კარგად მოთავსდეს. მოჭიქული ჯამები მათ გარეშე ერთმანეთში არ ჩაიწყობა. ჯამში ჯერ ზედადგარი ჩაიდგმება და მის ზემოდან მოქცეული მეორე ჯამის ძირი ზედადგარს დაეყრდნობა (ჯამების ძირი მოუჭიქავია). სხვა ჯამების დაწყობაც (დაახლოებით 10 ერთეული) ამ წესით გრძელდება. სამფეხას წყალობით ჯამებს ცეცხლი კარგად უვლის და თან იცავს მათ ერთმანეთზე მიკვრისგან. საქართველოში გავრცელებული სამფეხას ტიპის ნიმუშები აღმოჩენილია კაპადოკიასა და ხერსონესში. ისინი ზუსტად იმეორებენ საქართველოში დადასტურებული სამფეხა - ზედადგრების ფორმებს. | სამფეხა პატარა ზომისაა, რათა ჯამის ფსკერზე კარგად მოთავსდეს. მოჭიქული ჯამები მათ გარეშე ერთმანეთში არ ჩაიწყობა. ჯამში ჯერ ზედადგარი ჩაიდგმება და მის ზემოდან მოქცეული მეორე ჯამის ძირი ზედადგარს დაეყრდნობა (ჯამების ძირი მოუჭიქავია). სხვა ჯამების დაწყობაც (დაახლოებით 10 ერთეული) ამ წესით გრძელდება. სამფეხას წყალობით ჯამებს ცეცხლი კარგად უვლის და თან იცავს მათ ერთმანეთზე მიკვრისგან. საქართველოში გავრცელებული სამფეხას ტიპის ნიმუშები აღმოჩენილია კაპადოკიასა და ხერსონესში. ისინი ზუსტად იმეორებენ საქართველოში დადასტურებული სამფეხა - ზედადგრების ფორმებს. | ||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
− | [[კატეგორია:მეთუნეობა]][[კატეგორია:კერამიკა]] | + | [[კატეგორია:მეთუნეობა]] |
+ | [[კატეგორია:კერამიკა]] |
16:35, 15 იანვარი 2020-ის ვერსია
სამფეხა თიხის - სხვადასხვა ზომის ზედადგარი, საგანგებოდ გამოძერწილი და გამომწვარი თიხის სამფეხა იხმარება ქურაში გამოსაწვავად შეწყობილი მოჭიქული ფიალის, ჯამის, ორჯამიანის და ბადიის ფსკერზე დასადებად, რათა ერთმანეთში ჩაწყობილმა ჭურჭელმა სრული გამოწვა მიიღოს. საქართველოში თიხის სამფეხის დამზადება დასტურდება ქართლში, კახეთსა და იმერეთში- სადაც მას „ბორჭყას“ ეძახიან.
სამფეხა პატარა ზომისაა, რათა ჯამის ფსკერზე კარგად მოთავსდეს. მოჭიქული ჯამები მათ გარეშე ერთმანეთში არ ჩაიწყობა. ჯამში ჯერ ზედადგარი ჩაიდგმება და მის ზემოდან მოქცეული მეორე ჯამის ძირი ზედადგარს დაეყრდნობა (ჯამების ძირი მოუჭიქავია). სხვა ჯამების დაწყობაც (დაახლოებით 10 ერთეული) ამ წესით გრძელდება. სამფეხას წყალობით ჯამებს ცეცხლი კარგად უვლის და თან იცავს მათ ერთმანეთზე მიკვრისგან. საქართველოში გავრცელებული სამფეხას ტიპის ნიმუშები აღმოჩენილია კაპადოკიასა და ხერსონესში. ისინი ზუსტად იმეორებენ საქართველოში დადასტურებული სამფეხა - ზედადგრების ფორმებს.
ლიტერატურა
ლ. ბოჭორიშვილი, ქართული კერამიკა, 1949. ს. ბედუკიძე, მოჭიქული ჭურჭლის წარმოებისათვის, მმ, 1953. მ.ზ.