აბუსხველათი
(ახალი გვერდი: '''აბუსხველათი''' − ზეთოვანი მცენარე რძიანასებრთა ოჯახისა, მც...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:რძიანასებრნი]] |
16:10, 17 იანვარი 2020-ის ვერსია
აბუსხველათი − ზეთოვანი მცენარე რძიანასებრთა ოჯახისა, მცენარე აჭარის მდელოებში. აბუსხველათი, იგივეა, რაც აბუსალათინი. ქიზიყში აბუსხველათი − „ტკიპა ლობიოა”, ქართლში − „ზეთის ლობიო”, იმერეთში _ „გენაგერჩაგი”, გურიაში − „ჯულაბი”.
აქვს სწორმდგომი, დატოტვილი ღრუ ღერო, ფოთოლი − თათისებრ-დაყოფილი და დაკბილულ-კიდეებიანია. მტევნისებრ ყვავილედში ცალსქესიანი ყვავილები ზის. ნაყოფი სამბუდიანი კოლოფია, ზოგჯერ, ქაცვით დაფარული.
აბუსხველათის − აბუსალათინის თესლის გული ცხიმოვან ზეთს შეიცავს, თესლსა და კოპტონში შხამიანი ნივთიერება − რიცინიაა მოთავსებული. აბუსალათინის ზეთს ტექნიკასა და მედიცინაში იყენებენ. ცნობილი აბუსალათინის ზეთის გარეშე ნებისმიერი ნორმალური აფთიაქის არსებობა, ასევე, ლაკ-საღებავებისა და, საერთოდ, ქიმიური მრეწველობა წარმოუდგენელია.
აბუსალათინის კოპტონი აზოტს, ფოსფორმჟავას შეიცავს. მას სასუქადაც იყენებდნენ. ზომიერი ჰავის ქვეყნებში აბუსალათინის ზეთოვანი თესლის მისაღებად ერთწლოვანი, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში კი − მრავალწლოვანი აბუსალათინი მოჰყავთ. აბუსალათინის სამშობლოა აფრიკა. საქართველოში იგი ყარაიაში იყო გავრცელებული.