აგური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''აგურ-ი''' ''(ოს. Агур)'' – ნართული ეპოსში ნახსენები ხალხი, მრავალრიცხოვანი და ძლიერი მოძალადეები, რომლებსაც უთვალავი ლაშქარი ჰყავთ და რჩეული ნართების არყოფნის ჟამს თავს ესხმიან მათ სოფელს. აგურებს ნართი [[აისანა]] (სხვა ვარიანტით, ურუზმაგის ვაჟი – ქრიმ-სულთანი) ამარცხებს.
+
'''აგური''' − თიხის სამშენებლო მასალა. იგი სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მტკიცე და ყინვაგამძლე, უძველეს საშენ მასალას წარმოადგენდა.  
  
აგურებისა და ნართების [[ომი]] . დჲუმეზილის აზრით, შესაძლოა შეიცავს მოგონებას რომელიღაც ისტორიულ ომზე ალანებსა და გამქრალ ხალხს – ოგურებს შორის (მეცნიერი იმოწმებს პტოლემაიოსის ცნობას კავკასიის ჩრდილოეთით მცხოვრები აგორების შემოსევის შესახებ). . აბაევი უფრო აკონკრეტებს: „აგური“ უკავშირდება თურქულ ეთნიკურ ტერმინს oguz / ogur; შესაძლებელია ეპოსმა შემოინახა ოგურ-ბულგართა ჩრდილოეთ კავკასიაზე თავდასხმის ფაქტი.
+
აგური დაყალიბებული თიხა იყო და მინერალური წარმოშობის ისეთი სხვადასხვა მინარევისაგან შედგებოდა, როგორიც იყო თიხა, ტრეპელი და კვარცის ქვიშა. ტერმინი აგური ქართულ წყაროებში X საუკუნიდან გვხვდება, მანამდე ალიზის სახელწოდებით იყო ცნობილი. [[ათონის ივერთა მონასტერი|ათონის ივერთა მონასტრი]]ს XII საუკუნის ერთ-ერთი [[აღაპი|აღაპიდან]] ჩანს, რომ [[საქართველო|საქართველოში]] მოჭიქული აგურიც მზადდებოდა. ძველი მეთუნეები აგურს გაცრილი აყალო მიწისგან ამზადებდნენ, რომელსაც ქვიშის მესამედი ნაწილი ერეოდა. გაცრილ-დაბეგვილ ფხვიერ მიწას ოსტატები გასუფთავებულ ადგილზე − „კალოზე” დაყრიდნენ და წყლით დაალბობდნენ. დაზელილი თიხა დაზგაზე თავსდებოდა და მისი ყალიბით „მოჭრა” იწყებოდა. საქართველოში გავრცელებული იყო, როგორც ოთხაგურიანი, ისე ორაგურიანი ყალიბი. შლამგამოვლებული ყალიბის „თვალში” სააგურე გუნდებს „ჩააგდებდნენ”, ფიცარ-საფხეკს სინგირს გადაუსვამდნენ და ზედაპირს გაასწორებდნენ. ყალიბს სუფთა გადავაკებულ სააგურე კალოზე წამოაპირქვავებდნენ. აგური იჭრებოდა და მზეზე შრებოდა. გამშრალ აგურს [[ქურა]]ში ჩაალაგებდნენ და გამოწვავდნენ.  
  
 +
აგურის ქურა სხვადასხვა ზომის იყო. ორსართულიანი ქურის დაბლა ნაწილში ცეცხლი ინთებოდა, მაღლა ქურაში კი − აგური ისე უნდა დალაგებულიყო, რომ ცეცხლს ყველა მიმართულებით „ემუშავა”. გამოწვის პროცესი ცეცხლის „მძიმედ” მიცემით − „დაბოლებით” იწყებოდა, რომელიც ერთიდან სამ დღემდე გრძელდებოდა. აგურის მთლიანად გამოწვას ერთი კვირა სჭირდებოდა.
 +
 +
ძველად, უმთავრესად კვადრატული ფორმის აგურს ამზადებდნენ. ანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანაში მისი ზომა 46-54 სმ-ს, სისქე კი 10-11 სმ-ს აღწევდა. შუასაუკუნეებში აგურის ზომა 21-25 სანტიმეტრამდე შემცირდა. მისი სისქე 4-7 სმ იყო. თანდათანობით, 40-50 წლები-დან ქართული აგური ხმარებიდან გამოსულა და მისი ადგილი რუსულ აგურს დაუკავებია. შესაბამისად, აგურის ჭრის ტექნიკაც შეცვლილა, თუმცა აგურის მიწის მოთხრა-დაზელვისა და გაშრობა-გამოწვის ტრადიცია ძველებურად გაგრძელებულა. ქართული აგურის კეთება ძნელი იყო − დროცა და ძალაც მეტი სჭირდებოდა. ერთი კალაპოტით ერთი ქართული აგური იჭრებოდა, რუსულით კი − ოთხი.
  
  
  
 
==ლიტერატურა==  
 
==ლიტერატურა==  
* Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 3. Владикавказ, 2005;  
+
ბოჭორიშვილი, 1949; ჯღამაია, 1968; ზანდუკელი, 1982; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:20.
* Дюмезил Ж. Осетинский эпос и мифология. М., 1976.
+
 
+
 
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]]
+
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 
+
[[კატეგორია:საშენი მასალა]]
 
+
[[კატეგორია:მითოლოგია]]
+
[[კატეგორია:ოსური მითები]]
+
[[კატეგორია:ნართული ეპოსი]]
+
[[კატეგორია:მითოსური ხალხი]]
+

16:27, 17 იანვარი 2020-ის ვერსია

აგური − თიხის სამშენებლო მასალა. იგი სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმის მტკიცე და ყინვაგამძლე, უძველეს საშენ მასალას წარმოადგენდა.

აგური დაყალიბებული თიხა იყო და მინერალური წარმოშობის ისეთი სხვადასხვა მინარევისაგან შედგებოდა, როგორიც იყო თიხა, ტრეპელი და კვარცის ქვიშა. ტერმინი აგური ქართულ წყაროებში X საუკუნიდან გვხვდება, მანამდე ალიზის სახელწოდებით იყო ცნობილი. ათონის ივერთა მონასტრის XII საუკუნის ერთ-ერთი აღაპიდან ჩანს, რომ საქართველოში მოჭიქული აგურიც მზადდებოდა. ძველი მეთუნეები აგურს გაცრილი აყალო მიწისგან ამზადებდნენ, რომელსაც ქვიშის მესამედი ნაწილი ერეოდა. გაცრილ-დაბეგვილ ფხვიერ მიწას ოსტატები გასუფთავებულ ადგილზე − „კალოზე” დაყრიდნენ და წყლით დაალბობდნენ. დაზელილი თიხა დაზგაზე თავსდებოდა და მისი ყალიბით „მოჭრა” იწყებოდა. საქართველოში გავრცელებული იყო, როგორც ოთხაგურიანი, ისე ორაგურიანი ყალიბი. შლამგამოვლებული ყალიბის „თვალში” სააგურე გუნდებს „ჩააგდებდნენ”, ფიცარ-საფხეკს სინგირს გადაუსვამდნენ და ზედაპირს გაასწორებდნენ. ყალიბს სუფთა გადავაკებულ სააგურე კალოზე წამოაპირქვავებდნენ. აგური იჭრებოდა და მზეზე შრებოდა. გამშრალ აგურს ქურაში ჩაალაგებდნენ და გამოწვავდნენ.

აგურის ქურა სხვადასხვა ზომის იყო. ორსართულიანი ქურის დაბლა ნაწილში ცეცხლი ინთებოდა, მაღლა ქურაში კი − აგური ისე უნდა დალაგებულიყო, რომ ცეცხლს ყველა მიმართულებით „ემუშავა”. გამოწვის პროცესი ცეცხლის „მძიმედ” მიცემით − „დაბოლებით” იწყებოდა, რომელიც ერთიდან სამ დღემდე გრძელდებოდა. აგურის მთლიანად გამოწვას ერთი კვირა სჭირდებოდა.

ძველად, უმთავრესად კვადრატული ფორმის აგურს ამზადებდნენ. ანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანაში მისი ზომა 46-54 სმ-ს, სისქე კი 10-11 სმ-ს აღწევდა. შუასაუკუნეებში აგურის ზომა 21-25 სანტიმეტრამდე შემცირდა. მისი სისქე 4-7 სმ იყო. თანდათანობით, 40-50 წლები-დან ქართული აგური ხმარებიდან გამოსულა და მისი ადგილი რუსულ აგურს დაუკავებია. შესაბამისად, აგურის ჭრის ტექნიკაც შეცვლილა, თუმცა აგურის მიწის მოთხრა-დაზელვისა და გაშრობა-გამოწვის ტრადიცია ძველებურად გაგრძელებულა. ქართული აგურის კეთება ძნელი იყო − დროცა და ძალაც მეტი სჭირდებოდა. ერთი კალაპოტით ერთი ქართული აგური იჭრებოდა, რუსულით კი − ოთხი.


ლიტერატურა

ბოჭორიშვილი, 1949; ჯღამაია, 1968; ზანდუკელი, 1982; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:20.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები