აირანი
(ახალი გვერდი: აირანი '''აირანი''' — კარაქის შედღვების შემდეგ...) |
12:44, 21 იანვარი 2020-ის ვერსია
აირანი — კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილი სითხე, წყალგარეული, დოსავით შეთხელებული მაწონი, გამაგრილებელი სასმელი. თედო სახოკია: „დოს აირანს ეძახიან და მისგან შეჭამანდს აკეთებენ, როგორც ქართლ-კახეთში”.
აჭარულ დიალექტში ტერმინი თურქულიდანაა შესული. იგი ცხელი ამინდების დროს აჭარელი კაცის საყვარელი სასმელი იყო. მაწვნის მსგავსი რძის ეს პროდუქტი, შუა აზიაში – ყაზახეთში, ციმბირის ზოგ ხალხში, თურქეთსა და კავკასიაშია გავრცელებული.
დამზადების პირველი ვარიანტი: წყალში მაწონი გაიხსნებოდა, გემოვნების მიხედვით მარილს დაურთავდნენ და დასალევად იყენებდნენ. ზაფხულში აიარანი წყალსაც ენაცვლებოდა. ამისათვის საჭირო იყო: მაწონი - სამი ანდა ოთხი ლიტრი, წყალი - ნახევარი ლიტრი, მარილი – ერთი სუფრის კოვზი;
მეორე ვარიანტი: ზემოთ აღწერილი წესით კარაქის მოდღვების შემდეგ დარჩენილ სითხესაც აირანი ეწოდებოდა. აირანს გვარდაში ჩაასხამდნენ, დაამარილებდნენ და ზაფხულობით წყლის მაგივრად სვამდნენ. ზოგჯერ აირანში მჭადს ჩაფშვნიდნენ და კერძად მირთმევდნენ.
ლიტერატურა
სახოკია, 1985:155; გრიშაშვილი, 1997; ნიჟარაძე, 1971:81; აბაშიძე, კომახიძე, 1998:151; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:26.