ალიბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალიბა''' - თამაში. ოთხი თამაშობდა. მოთამაშეები თითო გაშლილ ხე...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:52, 21 იანვარი 2020 მდგომარეობით

ალიბა - თამაში. ოთხი თამაშობდა. მოთამაშეები თითო გაშლილ ხელს წინ გამოსწევდნენ და მიცემულ ნიშანზე ხელის წრეზე ბრუნვას იწყებდნენ. ერთ-ერთი მოთამაშე დაიძახებდა – „ალიბა” და მოთამაშეები ხელის ბრუნვას წყვეტდნენ. თუ მოთამაშეებს ალიბას დაძახებისას ხელები ერთნაირ მდგომარეობაში აღმოაჩნდებოდათ, მაშინ თამაში გაგრძელდებოდა. თუ ერთს ხელის გული ამობრუნებული ჰქონდა და სამს კი ხელი ხელის ზურგით ეჭირა ანდა პირიქით, მაშინ ის ერთი გავიდოდა. ხელი ყველას ერთნაირ მდგომარეობაში უნდა ჰქონოდა. გასული მოთამაშის ნაცვლად შეიძლება სხვა მოთამაშე „შემოტოლებულიყო”. ბოლოს ერთი მოთამაშე დარჩებოდა. თამაში დასაშვებია ამ ეტაპზე შემწყდარიყო, შეიძლება გაგრძელებულიყო და თვალხუჭობანა, კურდღელობია, მგელობია ეთამაშათ. დარჩენილი მოთამაშე „მჭირავი” – მგელი ანდა „თვალის დამხუჭავი” იქნებოდა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

ნოღაიდელი, 2015.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები