ალიხა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ალიხა '''ალიხა'''— ციგის სამუხრუჭე, მოხრილი და ...) |
13:13, 21 იანვარი 2020-ის ვერსია
ალიხა— ციგის სამუხრუჭე, მოხრილი და თავებით შეკრული რკალი ანდა მრგვალად დახვეული წნელი. თოვლიან გზებზე დაღმართში ციგის სრიალის ხელოვნური შენელების მიზნით ალიხას ციგის ორივე ყელზე ჩამოაცმევდნენ, ალიხა თოვლს იკრავდა და დაღმართში ციგის სისწრაფეს არეგულირებდა. სულხან-საბა ორბელიანთან „ალაჴი – საცორავად დამაყენებლი”.