აჭარული ძროხა
(ახალი გვერდი: '''აჭარული ძროხა''' — აჭარაში წარმოდგენილი ძროხა ქართუ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ძროხის ჯიშები]] | [[კატეგორია:ძროხის ჯიშები]] | ||
| + | [[კატეგორია:აჭარა]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:42, 22 იანვარი 2020 მდგომარეობით
აჭარული ძროხა — აჭარაში წარმოდგენილი ძროხა ქართულ-კავკასიური მთური ჯიშის მსხვილფეხა საქონელთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც გენეტიკურად ძველი ქართული, კოლხური ჯიშის მემკვიდრეა.
აჭარული ძროხა მომცრო ტანისაა, მკვრივი და მოქნილია, ფერით შავი ანდა შავ-თეთრია, ხასიათდება საშუალო სიდიდის თავითა და შიგ შეზრდილი რქებით. აჭარულ ძროხას შუბლი და ფეხები პატარა, მაგრამ მსხვილი აქვს, ცური მომცრო ზომისაა – მოკლე ძუძუღერებით. იგი კარგი მადიანობითა და ენერგიულობით ხასიათდება, რთულ რელიეფთან, მკაცრ კლიმატურ პირობებთან და უხეშ საკვებთან ადაპტირებული და შეხამებულია. აჭარული ძროხა ასაკის მიხედვით დაბადებიდან ერთ წლამდე იყო: „ხბო”, ორ წლამდე – „საფურე ხბო”, ერთ-ორ წლამდე „ბერწიშვილი” (ბერწი), ორიდან-სამ წლამდე „დეკნა” („შესამატი დეკნა”), სამიდან-ოთხ წლამდე „ახალპირა ძროხა”, ოთხი წლის შემდეგ – „დედო ძროხა”, ძროხა, რომელიც ერთხელ იზვობს – „უწყანი” ჰქვია.
[რედაქტირება] ლიტიტერატურა
იოსელიანი, 1927:51-53; შამილაძე, 1969:56; ნიჟარაძე, 1948:81-82; 1971.