ბრალის გამოსყიდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბრალის გამოსყიდვა''' − დანაშაულის გამოსყიდვა, პატიება. ოჯახ...) |
14:43, 23 იანვარი 2020-ის ვერსია
ბრალის გამოსყიდვა − დანაშაულის გამოსყიდვა, პატიება. ოჯახის მიერ წარსულში ჩადენილი ცოდვის გამოსყიდვის მიზნით შესაწირავის გაღება.
თუ ოჯახს შვილები უკვდებოდა, ფიქრობდნენ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს შეიძლება წარსულში მძიმე ცოდვა ჰქონდა ჩადენილი და ყველაფერი ამ დანაშაულის შედეგი იყო. ოჯახს ეს ცოდვა რომ მოეცილებინა, ბრალი უნდა გამოესყიდა – მსხვერპლი, საკლავი უნდა დაეკლა და შეეწირა: „როყვას გვარს ბავშვები უკვდებოდა. შვიდმა ოჯახმა დაკლა ცხვარი. გაატყავეს. შეახვიეს თეთრ ქსოვილში. გაუკეთეს ჭურჭელი და დამარხეს. თუ წინაპრებს ჰქონდათ ბრალი, თუ ხატზე დაიფიცეს და სიმართლე არ თქვეს, საჭირო იყო ამ ბრალის გამოსყიდვა”.
ლიტერატურა
ნოღაიდელი... აჭარული დიალექტის... 2007:14.