გოგროჭინა (ბავშვის სათამაშო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გოგროჭინა '''გოგროჭინა''' − საბავშვო გასართო...)

14:06, 24 იანვარი 2020-ის ვერსია

გოგროჭინა

გოგროჭინა − საბავშვო გასართობი, ერთგვარი ორბორბლიანი ან სამბორბლიანი „ველოსიპედი”, რომელსაც შინახელოსნური გზით ამზადებდნენ. შესდგებოდა საჯდომის, სახელურიანი საჭის − „რულისა” და ბორბლებისაგან. მას საჯდომზე საზურგე ჰქონდა დამაგრებული. გავრცელებული იყო ორგორგლიანი ანუ ორბორბლიანი და სამგორგლიანი სახის გოგოროჭინები. ბორბლები ტრადიციულად ხის მრგვალი მორის გადანახევით მზადდებოდა, რომელსაც შუაზე ნახვრეტს უკეთებდნენ და ხისავე ღერძზე ტრიალებდა. ბოლო დროს ხის ბორბლების ნაცვლად ლითონის „პაჩებნიკებს” − საკისარს იყენებდნენ. გოგროჭინათი სეირნობა − „კატაობა” საბავშვო გასართობი იყო, რასაც ფართო ასპარეზი ზაფხულობით მთაში დასვენების დროს ჰქონდა.



წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები