ეთერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ეთერი''' – ''(ბერძნ.)'' მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცის განსახი...) |
22:46, 11 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ეთერი – (ბერძნ.) მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცის განსახიერება, ზევსის სავანე. მითოსის თანახმად, ქაოსიდან გაჩნდნენ ერებოსი (წყვდიადი) და ნიქსი (ბნელი ღამე). ისინი სიყვარულით დაუკავშირდნენ ერთმანეთს და შვეს ვაჟი – ეთერი.
მოგვიანებით ეთერი უწოდეს სამყაროს უკიდურეს ზედა ფენას, საიდანაც იშვნენ მზე, ვარსკვლავები და სადაც ბინადრობდნენ ღმერთები. ეთერი ითვლებოდა სამყაროს პირველსაწყისად.