მალახტო ლობიო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მალახტო ლობიო''' − ნიგვზიან მწვანილსა და „კუხში” − ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:02, 5 თებერვალი 2020 მდგომარეობით

მალახტო ლობიონიგვზიან მწვანილსა და „კუხში” − მწვანე ყურძნის წვენში შეზავებული ლობიო იყო. იგი სხვადასხავგვარად მზადდებოდა.

პირველი ვარიანტის მიხედვით მოხარშულ მწვანე ლობიოს ხის გობზე გადმოყრიდნენ, შემდეგ კუხის − მკვახე ყურძნის წვენში გახსნილ ნიორნარევ მარილში დანაყილ ქინძსა და პილპილს დაასხამდნენ და ლაფერათი მორეგვავდნენ – ამოლესავდნენ.

მეორე ვარიანტით, მწვანე ლობიოს დატეხილ პარკებს კარგად მოხარშავდნენ, წვენს გადაუწურავდნენ, გობზე გადმოყრიდნენ, თავზე დაახურავდნენ და გარეთ გასაცივებლად გადგამდნენ, შემდეგ მარილნარევ პილპილში დანაყილ ნიგოზს, ქინძსა და ყურძნის კუხს ერბოში მოხრაკულ პრასა-მაკიდოს შეურევ- დნენ, ცოტა წყალს დაასხამდნენ და აადუღებდნენ. მიღებულ მასას გობზე დაყრილ ლობიოს ჩაუმატებდნენ და მოზილავდნენ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

აბაშიძე, კომახიძე, 1998:127.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები