ელინები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ელინები''' – ''(ბერძნ.)'' თავდაპირველად ელინები ერქვათ საბერძნ...) |
22:51, 12 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ელინები – (ბერძნ.) თავდაპირველად ელინები ერქვათ საბერძნეთის ჩრდილო ნაწილში მცხოვრებ ტომებს. მალე ეს სახელწოდება მთელ ბერძნებზე გავრცელდა. ძვ.წ. V საუკუნიდან ელინებს მხოლოდ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ხალხებს უწოდებდნენ და განასხვავებდნენ მათ ყველა არაბერძნულენოვან (ბარბაროს) ხალხთაგან. ელინიზმის ეპოქაში ამ ტერმინით მოიხსენიებდნენ იმ ხალხებსაც, რომლებიც ბერძნულ სამყაროს ზიარებული კულტურის წარმომადგენელნი იყვნენ.