მოყრიანობა
(ახალი გვერდი: '''მოყრიანობა''' − შინაარსობლივად იგივე ოლქა, ოლქობა ანუ სასამ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ხალხური სამართალი]] |
მიმდინარე ცვლილება 15:54, 6 თებერვალი 2020 მდგომარეობით
მოყრიანობა − შინაარსობლივად იგივე ოლქა, ოლქობა ანუ სასამართლო ფუნქციით აღჭურვილი სახალხო კრება იყო.
მოყრიანობა საჭიროებისამებრ იკრიბებოდა და საქმის გადაწყვეტის შემდგომ იშლებოდა. ოსმალთა დროინდელ აჭარაში მოყრიანობა და ოლქობა − სათემო შეკრებები საგანგებო ვითარებაშიც იმართებოდა. „წინაი კაცთა” თუ „მოხუცთა საბჭოს” საქმიანობას თანდათანობით ადმინისტრაციული და სასამართლო ფუნქციების მქონე სხვა ტიპის ორგანოები ჩაენაცვლა, თუმცა ასეთი ჩანაცვლება ხშირად ფიქტიურ ხასიათს ატარებდა. ისინი გარეგნულად, მართალია, უცხო, მაგრამ შინაარსობრივად უმეტესად ტრადიციულ-ადათობრივი იყო, რომელსაც ყადი თავმჯდომარეობდა და რამდენიმე არჩეული პირისაგან შედგებოდა. გიორგი ყაზბეგის გადმოცემით, კვირაში ერთხელ (პარასკეობით) მორწმუნენი მეჩეთში იკრიბებოდნენ, სადაც ლოცვის შემდეგ მცხოვრებთა საჩივრებს იხილავდნენ. სოფლის მეჯლისი ადგილობრივი ადმინისტრაციის ყველაზე ქვედა ინსტანცია იყო.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ყაზბეგი, 1960:84; მგელაძე, 1961; 1963; 2014:167-187; ზოიძე, 1996:71, 72.