Dactylorhiza romana subsp. georgica
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | [[კატეგორია:ჯადვარისებრნი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:16, 6 თებერვალი 2020 მდგომარეობით
Dactylorhiza romana subsp. georgica [Klinde] Soo ex Renz & Taubenheim – ოჯახი: ჯადვარისებრნი (Orchidaceae). მცენარის ტუბერი მოკლენაკვთიანია, მისი სიმაღლე – 15-40 სმ. ფოთლები ღეროს ქვედა ნაწილშია შეჯგუფებული, ან ღეროს შუა ნაწილამდეა განვითარებული, ფორმით ხაზურ-ლანცენტაა. ყვავილედი მოგრძო-კვერცხისებურია. თანაყვავილები ბალახოვანია, ყვავილის ზომის ან მასზე გრძელი. ყვავილი ჩალისფერია, მოყვითალო, მოთეთრო ან მეწამული. ყვავილის ტუჩი მომრგვალო-ოთხკუთხაა. მისი გვერდითი ნაკვთები ოვალურია. ყვ. ნაყ. IV-V. მცენარე გავრცელებულია მთის შუა სარტყლის ტყეებსა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქ თელავის მიდამოებში. გავრცელებულია საქართველოს ყველა რეგიონში.