ორგო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: 200პქ '''ორგო''' − მღრღნელებისაგან თავდაცვი...) |
მიმდინარე ცვლილება 10:45, 10 თებერვალი 2020 მდგომარეობით
ორგო − მღრღნელებისაგან თავდაცვის მიზნით ნალიის საყრდენ ბოძებზე ჩამოცმული, მრგვალი და ბრტყელი ფორმის ხე. ძირითადად ხის ორგოები იყო გავრცელებული. ორგო შუაცენტრიდან გვერდებისაკენ ვიწროვდებოდა და მახვილი კუთხით ბოლოვდებოდა. ეს გარემოება თაგვს ბოძზე აყოლით სასიმინდეში ასვლაში ხელს უშლიდა. ბოლო პერიოდში ორგოს ნაცვლად მრგვალად გამოჭრილი თუნუქის ანდა ალუმინის ფურცელიც გამოიყენება.