პოვნილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პოვნილი''' − წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იყო. იგი მაღლ...) |
მიმდინარე ცვლილება 13:07, 10 თებერვალი 2020 მდგომარეობით
პოვნილი − წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იყო. იგი მაღლარების სახით ქედის რაიონში იყო გავრცელებული, სასიამოვნო მოტკბო გემო ახასიათებდა და საღვინე ყურძენთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. ადგილობრივ მოხუც პირთა გადმოცემით, აღნიშნული ჯიში მათ წინაპრებს ტყიდან ჩამოუტანიათ, გაუშენებიათ და შემდგომ პერიოდში, როგორც უხვმოსავლიანი, ქედის რაიონის სოფლებში გაუმრავლებიათ. ჯიშის სახელწოდება ვერ აღუდგენიათ და პოვნილი დაურქმევიათ, რომელიც სიტყვა ნაპოვნი'დანაა წარმომდგარი.
პოვნილი საოჯახო მოხმარების ღვინო იყო, რომლის პროდუქციასაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაწურად იყენებდა, ხოლო საზამთროდ - ყურძნის წვენს ანდა ბადაგს ამზადებდა. ყურძნად არ ინახავდნენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
რამიშვილი, 1948; ნიჟარაძე, 1971:295.