საგრეხელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: საგრეხელა '''საგრეხელა''' – ხის პატარა [[ჯამი ხის...) |
16:00, 10 თებერვალი 2020-ის ვერსია
საგრეხელა – ხის პატარა ჯამი, რომელიც მატყლის დართვის, მატყლის ძაფის გრეხის დროს გამოიყენებოდა. საგრეხელაში ხერტლის ძირს ჩადგამდნენ და ისე ატრიალებდნენ. ხერტლის ტრიალის დროს იგი ჯამში ერთ ადგილს ინარჩუნებდა და მუშაობა ასე უფრო მოსახერხებელი იყო. ამ მიზნით კაბის კალთასაც იყენებდნენ.