ცული სოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ცული სოლა“ გადაიტანა გვერდზე „სოლა ნაჯახი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოლა ნაჯახი“ გადაიტანა გვერდზე „ცული სოლა“ გადამისამართებაზე) |
მიმდინარე ცვლილება 10:36, 12 თებერვალი 2020 მდგომარეობით
ცული სოლა - ცულ-ნაჯახების ერთ-ერთი სახეობა. სოლა ცული, ანუ სოლა ნაჯახი ქართულ ეთნოგრაფიულ სინამდვილეში წარმოქმნილი და ფართოდ გავრცელებული, ე.წ. „ქართული ცულის“ ნაირსახეობაა, რომლის სახელწოდება სრულად გამოხატავს მის აღნაგობასა და სამეურნეო დანიშნულებას. აღნაგობით სოლს წააგავს. სხვა ცულ-ნაჯახებისგან განსხვავებით, მას აქვს ვიწრო და მაღალი პირი. ეფექტურია ხის მოჭრისას და მორის გასაპობად. აგრეთვე კარგად ასრულებს სოლის დანიშნულებას. სოლა ცული ძირითადად გავრცელებულია მთიან აჭარაში, ასევე დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც.
[რედაქტირება] ლიტერატურა
ნ. კახიძე, მაჭახლის ხეობა, ბათუმი, 1974. ა.გ.
