იჩლუღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:სამოსი]] | [[კატეგორია:სამოსი]] | ||
+ | [[კატეგორია:აჭარული სამოსი]] |
მიმდინარე ცვლილება 15:17, 12 თებერვალი 2020 მდგომარეობით
იჩლუღი — აჭარელი ქალის კაბის ზემოდან ჩასაცმელი.
იჩლუღის თარგს უსაყელო, ჩახსნილი გულისპირითა და მიდგმული სახელოებით, წელამდე მწვდომი და უკანგაუკერავი მთლიანი სატანე წარმოადგენდა. სახელო მაჯიდან თხუთმეტი სანტიმეტრი იყო შეხსნილი. იჩლუღი შავი ძაფით იკერებოდა და ოქრომკერდით ნარევი გრეხილით იყო შემკული. სახელო ხელის მტევნის ზურგის მხარეს ფარავდა და სირმის გრეხილით მშვენდებოდა. იჩლუღის ზედატანი თეთრი ნარმით, ხოლო სახელოები – წითელი ჩითის სარჩულზე იკერებოდა. იჩლუღი აჭარელი ქალის საზაფხულო სამოსს წარმოადგენდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
სამსონია, 2005:71-72.