პურის ფქვილის ფაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ფაფა '''პურის ფქვილის ფაფა''' − ფაფა. მზადდებოდა...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:47, 12 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ფაფა

პურის ფქვილის ფაფა − ფაფა. მზადდებოდა პურის ფქვილის მოშუშების გზით. თეფშზე დარიგებულ ფაფას შუაზე მცირედ ჩააღრმავებდნენ და მასში იაღს ჩაასხამდნენ. ამგვარ ფაფას ოჯახში ახალი წევრის დაბადების აღსანიშნავად ამზადებდნენ და მეზობლებსაც მოიწვევდნენ. ვაჟიშვილის დაბადების შემთხვევაში „ბიჭის ფაფას”, ხოლო ქალიშვილის შემთხვევაში „გოგოს ფაფას” აკეთებდნენ. მიაჩნდათ, რომ ბავშვი დამსუყებული – დანაყრებული, მაძღარი იქნებოდა, სიხარბეს არ გამოიჩენდა და თვალი სხვისი სუფრისაკენ არ გაექცეოდა.




[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები