რახისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რახის-ი''' ''(ოს. Рæхыс)'' – კერიის ჯაჭვი (ნაჭა); ოსური ტრადიციული სა...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რახის-ი''' ''(ოს. Рæхыс)'' – კერიის ჯაჭვი (ნაჭა); ოსური ტრადიციული საცხოვრებლის აუცილებელი ელემენტი, წინაპართა და შთამომავალთა
+
'''რახის-ი''' ''(ოს. Рæхыс)'' – კერიის ჯაჭვი ([[ნაჭა]]); ოსური ტრადიციული საცხოვრებლის აუცილებელი ელემენტი, წინაპართა და შთამომავალთა
 
ერთიანობის, ოჯახის სიმტკიცის, კეთილდღეობისა და ღირსების უწმინდესი [[სიმბოლო]], რომელსაც მის მფარველ ღვთაებასთან („[[საფა]]“) ერთად იფიცებდნენ. მისი წაბილწვა ან შეურაცხყოფა (შეგინება, შეფურთხება, ჩამოხსნა და წაღება ან გადაგდება) ოჯახის ღირსების შელახვად და მისი დაქცევის ტოლფასად აღიქმებოდა და მესისხლეობას იწვევდა (ჯაჭვისთვის უსუფთაო ხელებით შეხება თვით ოჯახის წევრებსაც ეკრძალებოდათ, რადგან საფა განრისხდებოდა და ბავშვებს კანის დაავადებას შეჰყრიდა).  
 
ერთიანობის, ოჯახის სიმტკიცის, კეთილდღეობისა და ღირსების უწმინდესი [[სიმბოლო]], რომელსაც მის მფარველ ღვთაებასთან („[[საფა]]“) ერთად იფიცებდნენ. მისი წაბილწვა ან შეურაცხყოფა (შეგინება, შეფურთხება, ჩამოხსნა და წაღება ან გადაგდება) ოჯახის ღირსების შელახვად და მისი დაქცევის ტოლფასად აღიქმებოდა და მესისხლეობას იწვევდა (ჯაჭვისთვის უსუფთაო ხელებით შეხება თვით ოჯახის წევრებსაც ეკრძალებოდათ, რადგან საფა განრისხდებოდა და ბავშვებს კანის დაავადებას შეჰყრიდა).  
  

მიმდინარე ცვლილება 14:50, 13 თებერვალი 2020 მდგომარეობით

რახის-ი (ოს. Рæхыс) – კერიის ჯაჭვი (ნაჭა); ოსური ტრადიციული საცხოვრებლის აუცილებელი ელემენტი, წინაპართა და შთამომავალთა ერთიანობის, ოჯახის სიმტკიცის, კეთილდღეობისა და ღირსების უწმინდესი სიმბოლო, რომელსაც მის მფარველ ღვთაებასთან („საფა“) ერთად იფიცებდნენ. მისი წაბილწვა ან შეურაცხყოფა (შეგინება, შეფურთხება, ჩამოხსნა და წაღება ან გადაგდება) ოჯახის ღირსების შელახვად და მისი დაქცევის ტოლფასად აღიქმებოდა და მესისხლეობას იწვევდა (ჯაჭვისთვის უსუფთაო ხელებით შეხება თვით ოჯახის წევრებსაც ეკრძალებოდათ, რადგან საფა განრისხდებოდა და ბავშვებს კანის დაავადებას შეჰყრიდა).

რამდენად მნიშვნელოვანი სიწმინდის საგანი იყო ოსისთვის კერიის ჯაჭვი, კარგად ჩანს მ. კოვალევსკის ერთი ცნობიდან: სასამართლოში შეტანილ სარჩელში ასეთ საჩივარსაც შეხვდებოდით – „მან არათუ მოკლა ჩემი ვაჟი, არამედ კერიის ჯაჭვიც კი გადააგდო“. ოსები კერიის ჯაჭვებს, განსაკუთრებით სამლოცველოებში დაცულთ, სამკურნალო თვისებებს მიაწერდნენ. სულით ავადმყოფს დასალევად აძლევდნენ წყალს, რომელშიც ჯაჭვის ჩამონათალი იყო მოთავსებული. აღნიშნულ ჩამონათალს, ქსოვილის ნაჭერში შეხვეულს, ავადმყოფს კისერზე ჰკიდებდნენ, რათა ავსულთაგან დაცული ყოფილიყო. გარდა სამეურნეო ფუნქციისა კერიის ჯაჭვი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საოჯახო წეს-ჩვეულებებთან (საქორწინო და სამშობიარო რიტუალებთან) და მოსისხლეთა შერიგებასთან დაკავშირებულ ცერემონიებში.

ვ. აბაევის მიხედვით, ტერმინი рæхыс მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან *rak(k)is და სკვითურ-გერმანულ კულტურულ იზოგლოსას წარმოადგენს. ტერმინი ოსურიდან არის შესული კავკასიურ ენებში (შდრ. აფხაზური – ა-რხHშნა, აბაზური – რახშინა, ავარული – რახასი, დარგუული – რახაჟი).


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Жданов Л. Зассказы о кавказском племени осетин // Народы России. Под ред. Н. Н. Харузина. М., 1898;
  • Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990;
  • Емельянова Н. М. Традиционная культура и религия у осетин // Дарьял. 2004. № 4. Емельянова Н. М. Традиционная культура и религия у осетин // Дарьял. 2004. № 4.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები