შავი ლივანური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შავი ლივანური“ გადაიტანა გვერდზე „ლივანური შავი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლივანური შავი“ გადაიტანა გვერდზე „შავი ლივანური“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 11:09, 17 თებერვალი 2020 მდგომარეობით

შავი ლივანურიაჭარაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში.

ლივანურა აჭარული წარმოშობის არ იყო და, როგორც ვარაუდობენ, იგი ლივანიდან უნდა ყოფილიყო შემოტანილი. აჭარის მხარეში მან თავისი განვითარებისათვის ხელშემწყობი ეკოლოგიური პირობები იპოვა, რის შედეგადაც მისი ზრდა-განვითარება და მოსავლიანობა სავსებით დამაკმაყოფილებელ იყო. გადმოცემებით, ლივანურა წარსულში მაღლარების სახით შუა და ზემო აჭარაში მასობრივად ყოფილა გავრცელებული.

პროდუქციას ძირითადად ყურძნად ხმარობდნენ, საზამთროდ აგრეთვე ყურძნის წვენსა და ბეთმეზს ამზადებდნენ. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელებასთან დაკავშირებით ლივანურას მაღლარები მასობრივად განადგურდა. XX საუკუნის შუა ხანებისათვის ქედის რაიონში მაღლარად მხოლოდ რამდენიმე ხნოვანი ძირი გადარჩა. ლივანურას ღონიერი ზრდა-განვითარება ახასიათებდა და ამინდის ხელსაყრელ პირობებში მეტად უხვ მოსავალს იძლეოდა. დანიშნულებით იგი სუფრის ყურძნის ჯიში იყო.


[რედაქტირება] ლიტერატურა

რამიშვილი, 1948.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები