ჯიღჯიღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ჯიღჯიღა '''ჯიღჯიღა''' − ქალის სამკაული. ვერცხ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:44, 21 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ჯიღჯიღა

ჯიღჯიღა − ქალის სამკაული. ვერცხლისაგან აჟურულად დამზადებული გულსაკიდი ანდა ყელსაბამი. სულხან საბა ორბელიანის განმარტებით „ჯიღა დიდებულთა თავსარჭი” იყო, ხოლო ნიკო ჩუბინაშვილის მიხედვით: „ჯიღა ხოირი, მარგალიტით მოოჭვილი ფრთა დასარჭობი თავზედა და სხვათა თავსახურავთა ზედა”. ეს სამკაული აჭარის გარდა ფართოდ იყო გავრცელებული მესხეთში − სამცხეში. გარდა ვერცხლისა ჯიღჯიღა უბრალო ლითონისგანაც მზადდებოდა.

მისი სხვადასხვა ვარიანტი იყო ცნობილი. ზოგადად ჯიღჯიღა ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი ვიწრო და მოკლე მილაკებისაგან შედგებოდა. თითოეულ მილზე მირჩილული პატარა რგოლები მოგრძო ბურთულებს ძეწკვის საკიდებით უერთდებოდა. ჯიღჯიღას ცენტრალური ნაწილი ოთხკუთხა, კარგად ორნამენტირებული ფირფიტით იყო დამშვენებული. ფირფიტა ერთი წითელი და ოთხი ფირუზისფერი ინკრუსტრირებული თვლით იყო შემკული. ფირფიტაზე დაკენჭილი მავთულით ყვავილისა და ფოთლების გამოსახულება იყო გამოყვანილი. ჯიღჯიღას დასრულებულ ფორმას სამი მსხლის ფორმის ფირფიტა აძლევდა, რომელიც სარდიონის თვლებითა და დაკენჭილი მავთულით შედგენილი მცენარეული ორნამენტით იყო შემკული. თავის მხრივ, ფირფიტაზე რგოლებით დაკბილული ვარდულები იყო მიმაგრებული. ჯიღჯიღა ძირითადად ყელის სამკაული იყო. იგი იმდენად ძვირფას სამკაულად ითვლებოდა, რომ ხულოს მხარეს მისი ღირებულება ერთი ძროხის საფასურსაც კი უდრიდა.



[რედაქტირება] ლიტერატურა

სამსონია, 2005:85.

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები