ხალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჰალვა“ გადაიტანა გვერდზე „ხალვა“ გადამისამართებაზე)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:HALVA.JPG|thumb|200პქ|ჰალვა]]
 
'''ხალვა''' − სიტყვა არაბული წარმომავლობისაა. იგი ტკბილეული იყო, რომელიც შაქართან ერთად დანაყილი [[ნიგოზი|ნიგვზით]] ანდა მზესუმზირით მზადდებოდა: „ხალვა შექრით შეკაზმულო, [[ყაიმაღი|ყაიმაღზე]] უფრო ტკბილო”.  
 
'''ხალვა''' − სიტყვა არაბული წარმომავლობისაა. იგი ტკბილეული იყო, რომელიც შაქართან ერთად დანაყილი [[ნიგოზი|ნიგვზით]] ანდა მზესუმზირით მზადდებოდა: „ხალვა შექრით შეკაზმულო, [[ყაიმაღი|ყაიმაღზე]] უფრო ტკბილო”.  
  

11:59, 24 თებერვალი 2020-ის ვერსია

ჰალვა

ხალვა − სიტყვა არაბული წარმომავლობისაა. იგი ტკბილეული იყო, რომელიც შაქართან ერთად დანაყილი ნიგვზით ანდა მზესუმზირით მზადდებოდა: „ხალვა შექრით შეკაზმულო, ყაიმაღზე უფრო ტკბილო”.

აჭარაში კარაქს დაწვავდნენ, პურის ფქვილს შეუკიდებდნენ და შეწითლებამდე მოხრაკავდნენ, შემდეგ შაქრის ანდა თაფლის შარბათში შეზელდნენ და ცომივით სქელ მასას რომ მიიღებდნენ, ბურთივით დააგორგალებდნენ. ოდნავ სხვაგვარი შემზადებით: პურის ანდა წვრილად დაფქვილ სიმინდის ფქვილს ერბოში მოხრაკავდნენ, შემდეგ თაფლს ანდა შაქარს შეურევდნენ და მიღებული ცომისაგან მრგვალ კვერებს დაამზადებდნენ. ზოგი დიასახლისი მრგვალ კვერს შუაზე გაჭრიდა და მაგიდაზე გასატანად ისე ინახავდა.

ხალვა სულხან-საბა ორბელიანთან „პუნგია”. ლექსიკოგრაფის განმარტებით „პუნგია ესე არს ტკბილნი ნამზადებნი, რომელსა თურქნი ჰალვას უწოდებენ”.


ლიტერატურა

ორბელიანი, 1949:277; ნიჟარაძე, 1971:429,448; აბაშიძე, კომახიძე, 1998; ქართული მატერილური კულტურის... 2011:604.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები