სანათა (მითოლოგიური პერსონაჟი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სანათა''' − ღელის გორზე, სადაც ფშავლებს [[თამარ მეფე|თამარ-მე...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Irmis furebi.JPG|thumb|ირმის ფურები, ბრინჯაო, თუშეთი, <br />
 +
<small>(ძვ.წ. IIს-ის II ნახევარი), სსმ. არქეოლოგიის გამოფენა</small>]]
 
'''სანათა'''  − ღელის გორზე, სადაც ფშავლებს [[თამარ მეფე|თამარ-მეფის]] სალოცავი აქვთ, ძველ დროში, სანამ სალოცავი თავს იჩენდა, გაბიდაურის თემის ფშაველებს უცხოვრიათ და ეს არემარე თავის მთა-ბარიანად ამ თემის საკუთრება ყოფილა. როდესაც ამ გორზე თამარ-მეფეს თავი უჩენია, ეს ხალხი გაბიდაურების სხვა სოფელში – ხოშარაში გადაუსახლებიათ. აი, როგორ მომხდარა ეს.  
 
'''სანათა'''  − ღელის გორზე, სადაც ფშავლებს [[თამარ მეფე|თამარ-მეფის]] სალოცავი აქვთ, ძველ დროში, სანამ სალოცავი თავს იჩენდა, გაბიდაურის თემის ფშაველებს უცხოვრიათ და ეს არემარე თავის მთა-ბარიანად ამ თემის საკუთრება ყოფილა. როდესაც ამ გორზე თამარ-მეფეს თავი უჩენია, ეს ხალხი გაბიდაურების სხვა სოფელში – ხოშარაში გადაუსახლებიათ. აი, როგორ მომხდარა ეს.  
  

მიმდინარე ცვლილება 14:52, 26 თებერვალი 2020 მდგომარეობით

ირმის ფურები, ბრინჯაო, თუშეთი,
(ძვ.წ. IIს-ის II ნახევარი), სსმ. არქეოლოგიის გამოფენა

სანათა − ღელის გორზე, სადაც ფშავლებს თამარ-მეფის სალოცავი აქვთ, ძველ დროში, სანამ სალოცავი თავს იჩენდა, გაბიდაურის თემის ფშაველებს უცხოვრიათ და ეს არემარე თავის მთა-ბარიანად ამ თემის საკუთრება ყოფილა. როდესაც ამ გორზე თამარ-მეფეს თავი უჩენია, ეს ხალხი გაბიდაურების სხვა სოფელში – ხოშარაში გადაუსახლებიათ. აი, როგორ მომხდარა ეს.

სალოცავის გამოჩენა გაბიდაურის დედაკაცის, სახელად სანათას უნარი ყოფილა. თავდაპირველად იმას დაუწყია სანთლის ნთება და თამარ-მეფის ხევისბერულად დიდება იმ ადგილში, სადაც ახლა სალოცავია. სანათას ურჩევია იქ მცხოვრებ ფშაველთათვის სხვაგან გადასახლება და ამ ადგილის თამარ-მეფისთვის დათმობა. ფშავლებს სანათას რჩევისთვის ყური არ უთხოვებიათ და არ გადასახლებულან. თამარ-მეფე ამის გამო განრისხებულა ხალხზე: ერთმანეთი ირმებად მოუჩვენებია და მათაც ერთმანეთი მშვილდ-ისრით ამოუჟლეტიათ.

რამდენიმე კომლი ამ სასწაულის შემდეგაც გაჯიუტებულა, არ გადასახლებულა. უთქვამთ: სანამ გასალეწად გაშლილ კალოს ცეცხლი არ წაეკიდება, ფიწლის ტოტებზე და ხარის რქებზე კელაპტრის ალივით ცეცხლი არ გამოჩნდება, აქედან არ გადავსახლდებითო. ამ ურწმუნოთათვის თამარ-მეფეს ეს სასწაულიც მოუვლენია და, ბოლოს, იძულებული გამხდარან დაეტოვებიათ ძველი ადგილი, ახალ ადგილზე ხოშარაში გადასახლებულიყვნენ.

ახლა ღელის გორზე, სალოცავის მოშორებით, მარტო მისრიანთ გვარი ცხოვრობს.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები