მიტროპოლიტი ანტონი (გიგინეიშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიგინეიშვილი სიმონ“ გადაიტანა გვერდზე „[[იტროპოლიტი ანტონი (გიგ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
#გადამისამართება [[იტროპოლიტი ანტონი (გიგინეიშვილი)]]
+
'''ანტონ მიტროპოლიტი''' -  (ერისკაცობაში სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი, 1882, სოხუმი - 24.XI.1956, იქვე)
 +
 
 +
====ბიოგრაფია====
 +
პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში. ამ ფაქტმა წონასწორობა დააკარგვინა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ამ ფაქტს, ვინაიდან, მისი აზრით, [[ქართველები|ქართველ]] მასწავლებელს შეეძლო [[აფხაზები|აფხაზების]] გაქართველება.
 +
 
 +
1914 წელს ს. გიგინეიშვილი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა სამხედრო [[პოლკი (ლეგიონი)|პოლკში]]. [[I მსოფლიო ომი 1914–18|I მსოფლიო ომის]] დროს სასულიერო საქმიანობას ეწეოდა სტავროპოლის ეპარქიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად [[საქართველო|საქართველოს]] [[ამბროსი კათოლიკოს-პატრიარქი|კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის]] ლოცვა-კურთხევით, 1922 წელს დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ურთულეს პირობებში უხდებოდა სოხუმში მოღვაწეობა, მაგრამ ის მოთმინებითა და დიდი ტაქტით ახერხებდა არსებული პრობლემების მოგვარებას. 1952 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ [[კალისტრატე კათოლიკოს-პატრიარქი|კალისტრატეს]] წინადადებით, [[მღვდელი]] სიმონ გიგინეიშვილი აღიკვეცა [[ბერი|ბერად]] და ეწოდა სახელად ანტონი. იგი იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის [[ეპისკოპოსი|ეპისკოპოსად]].
 +
 
 +
1954 უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ [[მელქისედეკი III კათოლიკოს-პატრიარქი|მელქისედეკ III]]-ის ლოცვა-კურთხევით, აყვანილ იქნა [[მიტროპოლიტი|მიტროპოლიტის]] ხარისხში. მიტროპოლიტი ანტონ გიგინეიშვილი გარდაიცვალა 1956 წლის 24 ნოემბერს, 74 წლის ასაკში. განსვენებულს წესი აუგო ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძემ). დაიკრძალა სოხუმში.
 +
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''მიხეილ ქართველიშვილი'''''
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
* ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;
 +
* გ. მაჩურიშვილი, ლ. ტოგონიძე, XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012.
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 +
[[კატეგორია:სასულიერო პირები‏‎]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მღვდელმთავრები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მიტროპოლიტები]]

13:01, 28 თებერვალი 2020-ის ვერსია

ანტონ მიტროპოლიტი - (ერისკაცობაში სიმონ შევარდენის ძე გიგინეიშვილი, 1882, სოხუმი - 24.XI.1956, იქვე)

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება მიიღო სოხუმის სკოლაში, შემდეგ სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ დაინიშნა მასწავლებლად გუდაუთის სკოლაში. ამ ფაქტმა წონასწორობა დააკარგვინა დეკანოზ ივანე ვოსტორგოვს, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა ამ ფაქტს, ვინაიდან, მისი აზრით, ქართველ მასწავლებელს შეეძლო აფხაზების გაქართველება.

1914 წელს ს. გიგინეიშვილი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და მსახურობდა სამხედრო პოლკში. I მსოფლიო ომის დროს სასულიერო საქმიანობას ეწეოდა სტავროპოლის ეპარქიაში. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის ლოცვა-კურთხევით, 1922 წელს დაინიშნა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. ურთულეს პირობებში უხდებოდა სოხუმში მოღვაწეობა, მაგრამ ის მოთმინებითა და დიდი ტაქტით ახერხებდა არსებული პრობლემების მოგვარებას. 1952 წელს უწმიდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წინადადებით, მღვდელი სიმონ გიგინეიშვილი აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ანტონი. იგი იმავე წელს ხელდასხმულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად.

1954 უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით, აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. მიტროპოლიტი ანტონ გიგინეიშვილი გარდაიცვალა 1956 წლის 24 ნოემბერს, 74 წლის ასაკში. განსვენებულს წესი აუგო ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ეფრემმა (სიდამონიძემ). დაიკრძალა სოხუმში.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

  • ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეებში), თბ., 2010;
  • გ. მაჩურიშვილი, ლ. ტოგონიძე, XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები