ახმეტელი ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ახმეტელი ლევან“ გადაიტანა გვერდზე „ლევან ახმეტელი“) |
19:23, 12 მარტი 2020-ის ვერსია
ლევან ახმეტელი – დაიბადა 1954 წლის 9 თებერვალს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი (1977).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა ინჟინრად სამშენებლო სამმართველოში (1985-91). საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).