გვანცელაძე თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თეიმურაზ გვანცელაძე''' '''თეიმურაზ გვა...) |
20:52, 18 მარტი 2020-ის ვერსია
თეიმურაზ გვანცელაძე – დაიბადა 1951 წლის 27 სექტემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1974); ასპირანტურა (1974-78).
სამუშაო გამოცდილება – სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა (1974-2010);
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ჰუმანიტარულ და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).