გვარამია ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვახტანგ გვარამია''' '''ვახტანგ გვარამია...)

22:01, 18 მარტი 2020-ის ვერსია

ვახტანგ გვარამია

ვახტანგ გვარამია – დაიბადა 1939 წლის 7 ნოემბერს ქ. ფოთში. უმაღლესი საკვალიფიკაციო კლასის მოსამართლე; იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1962).

სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ თანამდებობებზე (1963-90);

  • საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე (1990-94);
  • იუსტიციის მინისტრის მოადგილე (1994-99);
  • პარლამენტის წევრი (1999- 2003): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრი, ფრაქცია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი (2003-2014).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები