გველესიანი გრიგოლ
| ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
[[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრები]] | ||
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]] | ||
| + | [[კატეგორია:გველესიანები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:51, 19 მარტი 2020 მდგომარეობით
გველესიანი გრიგოლ ივანეს ძე (დ. - 18.IX.1870, ქ. ქუთაისი - გ. - 17.I.1926, ქ. თბილისი) - იურისტი, სოციალ-ფედერალისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
სარჩევი |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
საშუალო განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. 1895 წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ახალგაზრდობიდანვე ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა წერილებს ივერიაში. იყო ქუთაისის ქალაქის საბჭოს წევრი. 1905 წელს აირჩიეს ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილედ. სწავლობდა პარიზის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში.
1918 წლდან მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში, იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში.
საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მუშაობდა საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.
- ირაკლი ირემაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი