წვივსაკრავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(შილის საწვივე)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
შილის საწვივე [[ბამბა|ბამბის]] ქსოვილიდან მზადდებოდა და მას მოკლე ტოტები ჰქონდა.  
 
შილის საწვივე [[ბამბა|ბამბის]] ქსოვილიდან მზადდებოდა და მას მოკლე ტოტები ჰქონდა.  
  
წვივსაკრავი - შილისა, ბამბის ქსოვილი, მუქი ყავისფერი, ფოჩებიანი, ირგვლივ მწვანე გრეხილი აქვს შემოვლებული, ფოჩებთან თეთრი ღილები და მძივის რგოლებია - კვერილები დაკერებული. სიგრძე 109 სმ. სიგანე - 1სმ.  
+
წვივსაკრავი - მატყლის ნართისა, მუქი წითელი. ფერადი ფოჩებით დაბოლოებული. ტოტებზე შიბით დაკერვის წესით ნაქარგი წითელი შილა აქვს დაკერებული ორნამენტის სახეა - მომრგვალოხატულა. ნაქარგობა მძივის რგოლებითაა შემკული. წვივსაკრავს ნაწიბურზე გრძლად ჭრელი ბაწრის დაწნული ზონარი - შილიფანი აქვს შემოკერებული. სიგრძე - 97 სმ. სიგანი 3 სმ.
  
 
=====დაწნული საწვივე=====
 
=====დაწნული საწვივე=====

16:08, 16 ნოემბერი 2016-ის ვერსია

წვივსაკრავი

წვივსაკრავი - პაიჭზე შემოსაკრავი თოკი. უფრო სადა და უბრალო, ვიდრე ჩახსაკრავია, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მუხლსაკრავსაც უწოდებენ.

ხევსურეთში ძირითადად სამი სახის წვივსაკრავი იყო ცნობილი. ესენია

  • „შილის“ ანუ „შაკერილი საწვივე“,
  • „დაწნული საწვივე“
  • „ყდის“ ანუ „ტოლის საწვივე“.

სარჩევი

შილის საწვივე

შილის საწვივე ბამბის ქსოვილიდან მზადდებოდა და მას მოკლე ტოტები ჰქონდა.

წვივსაკრავი - მატყლის ნართისა, მუქი წითელი. ფერადი ფოჩებით დაბოლოებული. ტოტებზე შიბით დაკერვის წესით ნაქარგი წითელი შილა აქვს დაკერებული ორნამენტის სახეა - მომრგვალოხატულა. ნაქარგობა მძივის რგოლებითაა შემკული. წვივსაკრავს ნაწიბურზე გრძლად ჭრელი ბაწრის დაწნული ზონარი - შილიფანი აქვს შემოკერებული. სიგრძე - 97 სმ. სიგანი 3 სმ.

დაწნული საწვივე

დაწნული საწვივე ცხრა ან თორმეტი სამღოლი (სამწვერი) ნასთიდან იწვნებოდა თითებზე ბრტყლად. მის ბოლოებს ნაქარგი შილებით ამკობდნენ.

წვივსაკრავი - მატყლის ნართისა, ყავისფერი, დაწნული; ორივე ბოლო ფერადი ძაფის ფოჩით მთავრდება. ნაწიბურზე გრძლად მწვანე ძაფის დაწნული ზონარი შილიფანი აქვს შემოკერებული. ბოლოებზე მძივით შემკული აბრეშუმით ნაქარგი შილაა დაკერებული. ორნამენტის სახეა: აკუშურა, კვერილები. დაქარგული ნაწილი დასარჩულებულია. სიგრძე 74 სმ, სიგანე - 1სმ.

ტოლის საწვივე

ყდის ანუ ტოლის საწვივე ყდაზე იქსოვებოდა ცერა თითის სიგანისა. მასაც ბოლოებს მოუქარგავდნენ.

წვივსაკრავი - ტოლისა , მუქი წითელი. ნაწიბურზე მწვანე ძაფის დაწნული ზონარი - შილიფანი აქვს შემოკერებული. ბოლოები მძივშემკული ფერადი შალის ძაფის ფოჩით მთავრდება. ბოლოები ნაქარგია აბრეშუმის ფერადი ძაფით, შიბით დაკერვის წესით. ორნამენტის სახეა - აკუშურა. ნაქარგ სახეს სირმის გრეხილი აქვს შემოვლებული ცალ საწვივეზე ამოქარგულია: „კაბბა“. სიგრძე -109სმ. სიგანე -3,8 სმ. (სოფ. ბაკურხევი).

წყარო

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  • ლ. მოლოდინი, გ. ჩაჩაშვილი, ქართული კოსტიუმის კატალოგი I ხევსურული, თბილისი-1964
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები