აკჰითუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''აკჰითუ''' – ''(უგარიტ.)'' მითოლოგიურ ეპოსში უშვილო მამა [[დანიილუ]] დღენიადაგ სწირავს ღმერთებს მსხვერპლს, „კვებავს და
 
'''აკჰითუ''' – ''(უგარიტ.)'' მითოლოგიურ ეპოსში უშვილო მამა [[დანიილუ]] დღენიადაგ სწირავს ღმერთებს მსხვერპლს, „კვებავს და
ასმევს მათ“. ბაალიც ეხვეწება უზენაეს ღმერთს, ილუს ძე, მიანიჭოს
+
ასმევს მათ“. ბაალიც ეხვეწება უზენაეს ღმერთს, [[ილუ]]ს ძე, მიანიჭოს
 
დანი-ილუს. ბოლოს, მას მიეცემა მემკვიდრე – აკჰითუ,
 
დანი-ილუს. ბოლოს, მას მიეცემა მემკვიდრე – აკჰითუ,
 
რომელიც ძლევამოსილი მებრძოლი გამოვა, ის მოიპოვებს ქუთარვახასისის
 
რომელიც ძლევამოსილი მებრძოლი გამოვა, ის მოიპოვებს ქუთარვახასისის

02:11, 17 ნოემბერი 2016-ის ვერსია

აკჰითუ(უგარიტ.) მითოლოგიურ ეპოსში უშვილო მამა დანიილუ დღენიადაგ სწირავს ღმერთებს მსხვერპლს, „კვებავს და ასმევს მათ“. ბაალიც ეხვეწება უზენაეს ღმერთს, ილუს ძე, მიანიჭოს დანი-ილუს. ბოლოს, მას მიეცემა მემკვიდრე – აკჰითუ, რომელიც ძლევამოსილი მებრძოლი გამოვა, ის მოიპოვებს ქუთარვახასისის მიერ დამზადებულ ჯადოსნურ მშვილდს. ქალღმერთი ანათი მოიხიბლება იარაღით და მის სანაცვლოდ სთავაზობს აკჰითუს ჯერ დიდძალ სიმდიდრეს (ოქრო-ვერცხლს), მერე – უკვდავებას და ბოლოს – თავის სიყვარულს, მაგრამ აკჰითუ უარზეა, არ უთმობს მას თავის საამაყო საჭურველს. ბოლოს, შეურაცხყოფილი და განრისხებული ანათი კლავს აკჰითუს.

დანი-ილუ კვლავ უძეოდ დარჩენილი, შვიდ წელიწადს გლოვობს მასზე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები