ოდიშარია არჩილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''არჩილ ოდიშარია''' '''არჩილ ოდიშარია''' – და...) |
01:38, 12 აპრილი 2020-ის ვერსია
არჩილ ოდიშარია – დაიბადა 1938 წლის 27 ივლისს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1961); ასპირანტურა (1970).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, კავშირგაბმულობის ქვეკომისიის თავმჯდომარე.
სამეცნიერო წოდებები
- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;
- სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).