ონოფრიშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დავით ონოფრიშვილი''' '''დავით ონოფრიშვ...) |
03:37, 12 აპრილი 2020-ის ვერსია
დავით ონოფრიშვილი – დაიბადა 1961 წლის 8 იანვარს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1984); ასპირანტურა (1991).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (1995-98): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე.
- ფინანსთა მინისტრი (1998-2000);
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: მაჟორიტარი, №30 კასპის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2015).