ნინქასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნინქასი''' – ''(შუმ.)'' „ქალბატონი-პირის ამვსები“ ან „ჭურჭლის ამ...) |
15:44, 18 ნოემბერი 2016-ის ვერსია
ნინქასი – (შუმ.) „ქალბატონი-პირის ამვსები“ ან „ჭურჭლის ამვსები“, ლუდის დუღების ხელოვნების მფარველი ღვთაება, ნინხურსანგასა და ენქის ასული; ნინქასის მუდმივი თანამგზავრია ცეცხლის ღმერთი, როგორც ლუდის დამზადების აუცილებელი სტიქიონი. ცნობილია ნინქასის ცხრა შვილი, რომელთა სახელები ლუდის სხვადასხვა სახეობების სახელწოდებებია. ნინქასის ალაოს ქვაბი ხასხასა ლაჟვარდის ქვისაა, თასები – ხალასი ოქროსი და ვერცხლისა. „როცა იგი ლუდში „დგას“, სიხალისეა; როცა იგი ლუდთან „ზის“, მხიარულებაა...“