ასათიანი აკაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აკაკი ასათიანი – დაიბადა 1953 წლის 22 ოქტომბერს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1977).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სასწავლო, მთარგმნელობით და ლიტერატურულ საქმიანობას (1978-84).
- ეროვნული ხსნის კომიტეტისა და ეროვნული ფორუმის წევრი.
- პოლიტიკური კოალიციის - „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1990-91), უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე (1991-92);
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული სიით, №6 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ფრაქცია „ტრადიციონალისტის“ თავმჯდომარე.
- ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის უცვლელი თავმჯდომარე 1990 წლიდან;
- საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „სახალხო ფორუმი კეთილდღეობისა და დემოკრატიისათვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები 1992-1995
- საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები 1999-2004
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- საქართველოს თანამდებობის პირები
- ასათიანები