მეზურნიშვილი ირაკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ირაკლი მეზურნიშვილი – დაიბადა 1985 წლის 2 აგვისტოს ქ. თბილისში. ეკონომისტი, პოლიტიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. პროფესორი.
განათლება – დაამთავრა ქ. მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი („მგიმო“); საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი (2006); გაიარა სამაგისტრო კურსი სპეციალიზირებული დიპლომატიის განხრით (2006-007)
სამუშაო გამოცდილება
- საერთაშორისო ფინანსების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ მუშაკი (2010-2013)
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი (2015-)
- პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: მაჟორიტარი, კასპის №39 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ - წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.