ჩხეიძე ნატო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნატო ჩხეიძე – დაიბადა 1960 წლის 1 ივნისს გორში. — ექიმი, პოლიტიკოსი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1978-1984), თსსი პათანატომიის კათედრის ორდინატურა (1984-86).
სამუშაო გამოცდილება
- საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოთეკის ტექნიკოსი (1977-1978)
- თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი (1986-1994)
- თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ასისტენტი (1994-1999)
- ტელეკომპანია „იბერიას“ რედაქტორი (2004)
- შპს „ომეგას“ განყოფილების ხელმძღვანელი (2004-2016)
პარლამენტის წევრი
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, ადამიანის უფლებათა დაცვის, მოქალაქეთა პეტიციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის კომიტეტის და დროებითი სამანდატო კომისიის წევრი.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015