ლავერნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:50, 6 ივლისი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლავერნა – (რომ.) მოგების ღვთაება რომაულ მითოსში. ლავერნას მიიჩნევდნენ თავიანთ მფარველად ქურდებიცა და თაღლითებიც. თავდაპირველად იგი უნდა ყოფილიყო ღამეული წყვდიადის ქალღმერთი. რომის მახლობლად მდებარეობდა ველი, რომელიც ლავერნას სახელს ატარებდა.