ცის გახსნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 26 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ცის გახსნა – ქართული მითების თანახმად წელიწადში ერთ დღეს ერთი წამით ცა იხსნება, მაშინ ყველაფერი, რაც მოძრავია, ჩერდება: მდინარე წყვეტს დინებას და იძინებს. დაიხურება ცა და ყველაფერი ამოძრავდება. თუ ცის გახსნისას კაცმა რაიმეს ნატვრა მოასწრო, უსათუოდ აუხდება.